
ნინო ლიპარტელიანი
დამფუძნებელი
ჩვენ შესახებ
რატომ შეიქმნა პროექტი „ქართველი ტალანტები მსოფლიოში“
ემიგრაციაში ყოფნამ კიდევ უფრო გამიმძაფრა სურვილი, ერთმანეთთან დამეკავშირებინა ნიჭიერი ქართველები — მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები, ჩვენი თანამემამულეები.
ფეისბუქ ჯგუფი „ქართველი ტალანტები მსოფლიოში“,
რომელიც დღეს უკვე მრავალი ნიჭიერი ადამიანის შემოქმედებით და პროფესიულ სივრცედ იქცა. განსაკუთრებული სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ჯგუფში მრავლად არიან წარმოდგენილი ემიგრანტები — ადამიანები, რომლებიც საკუთარი შრომით, ნიჭითა და თავდადებით ღირსეულად წარმოაჩენენ საქართველოს საზღვრებს გარეთ.
ჯგუფი ეძღვნება ქართველებს, რომლებმაც თავიანთი გზა უცხო მიწაზე მონახეს და სამშობლოს ღირსება გულით, სიყვარულითა და საქმით ამაყად მიაქვთ მსოფლიოში.
ჩვენი მიზანია:
ნიჭის დანახვა და დაფასება
ერთმანეთის მხარდაჭერა, სადაც არ უნდა გვიწევდეს ცხოვრება
ნიჭიერი და საქმის ერთგული ქართველების გაცნობა და ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა
ჯგუფში ვაცნობთ ყველა პროფესიის ადამიანებს:
მასწავლებლებსა და ექიმებს, სპორტსმენებსა და მეწარმეებს, ხელოვანებსა და მეცნიერებს, სტუდენტებსა და კულინარებს — ყველას, ვინც თავისი საქმის ღირსეულად კეთებით ქვეყანას სახელს უქმნის.
თუ იცით ადამიანი, რომელიც იმსახურებს აღნიშნულ ჯგუფში და ვებსაიტზე გამოქვეყნებასა და საზოგადოების გაცნობას — სიამოვნებით გელოდებით პირად შეტყობინებაში.
გაერთიანდით ჩვენთან — გავაზიაროთ, გავაცნოთ და ვიამაყოთ ერთად ქართველი ადამიანების წარმატების ისტორიებით.